25 ნოემბერი 2020,   23:34
ვრცლად
ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი "ქართული ოცნების" კანდიდატებს - ირაკლი კობახიძე 

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლის მაღალი აქტივობა გამოვლინდა. მისი თქმით, ნახევარმა მილიონმა ადამიანმა ხმა "ქართულ ოცნებას" დაუჭირა. ირაკლი კობახიძე ამომრჩევლებს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის.

"იყო საკმაოდ მაღალი აქტივობა იმ ფონზე, რომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე. საჯაროდ, 563 000-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში, მადლობას ვუხდით მათ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის. დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭრია ქართული ოცნების კანდიდატებს აღნიშნულ 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. ამით ჩვენ გავიმეორეთ ის შედეგი ხმების თვალსაზრისით, რაც გვქონდა არჩევნების პირველ ტურში, ამავე ოლქებში. მადლობას ვუხდით ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის, როგორც უკვე აღვნიშნე, 17-ვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დამაჯერებლად იგებს დიდი უპირატესობით ამ არჩევნებში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები