30 ნოემბერი 2020,   09:28
ვრცლად
როგორ გაჩნდა რომის პაპის "მოწონება" საცვლებიანი მოდელის ფოტოზე - ვატიკანი ინსტაგრამის პასუხს ელოდება

ვატიკანი ინსტაგრამის პასუხს ელოდება, თუ როგორ მოიწონა პაპის ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელში საცვლებში გამოწყობილი ბრაზილიელი მოდელის ფოტო. აღნიშნულ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

შემთხვევა დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა. ნატალია გარიბოტის ინსტაგრამის პროფილზე პაპის "მოწონება" გაჩნდა, შემდეგ კი ვატიკანმა ფოტოზე რეაქცია წაშალა. ვატიკანში აცხადებენ, რომ ანგარიშს პაპი არ აკონტროლებს და ის ფოტოს მოწონებაში პასუხისმგებელი ვერ იქნება.

მომხდარის საპასუხოდ მოდელმა სოციალურ ქსელში შემდეგი სიტყვები დაწერა - "საბოლოოდ სამოთხეში მოვხვდები".

დღის ამბები