30 ნოემბერი 2020,   09:47
ვრცლად
რაც არ უნდა დიდი სხვაობა იყოს პოლიტიკურ პარტიებს შორის, ერთმანეთთან მოლაპარაკება უნდა ვისწავლოთ - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელმაც არჩევნებში საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკოსმა, რომელსაც ამომრჩეველმა პირველ ტურში ნდობა გამოუცხადა, უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა. 

პრემიერის განცხადებით, რაც არ უნდა დიდი სხვაობა იყოს პოლიტიკურ პარტიებს შორის, ერთმანეთთან მოლაპარაკება უნდა ისწავლონ. 

"მეორე ტურში არჩევანი უნდა გავაკეთოთ იმის სასარგებლოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს საარჩევნო პროცესი და ყველა პოლიტიკოსმა, რომელსაც ქართველმა ამომრჩეველმა პირველივე ტურში გარდა იმისა, რომ გამოუცხადა ნდობა, დააკისრა დიდი პასუხისმგებლობა, ყველა მათგანმა უნდა იგრძნოს ეს და პოლიტიკურმა პროცესებმა პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს.

რაც არ უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენს შორის, ერთმანეთთან მოლაპარაკება უნდა ვისწავლოთ. ეს არის როგორც ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა, ზოგადად ასე შენდება დემოკრატიული სახელმწიფო,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

დღის ამბები