30 ნოემბერი 2020,   10:07
ვრცლად
რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, "ქართული ოცნების" გარეშე მოლაპარაკების მაგიდასთან რჩებიან სადისტი, თაღლითი და პოპულისტი - გიორგი ვოლსკი

არის თუ არა მზაობა მმართველ გუნდში, კომპრომისზე წავიდეს და რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს, თუ ოპოზიცია მეათე მოწვევის პარლამენტში შევა - კითხვა "ღამის კურიერში" მმართველი გუნდის წარმომადგენლებს დაუსვეს. 

ჟურნალისტის კითხვაზე პარლამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ”ქართული ოცნებიდან” გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ მმართველ გუნდს ამ საკითხზე მზაობა არ აქვს.

"რიგგარეშე არჩევნებზე მზაობა მმართველ გუნდში არ არის! - თუ გადავხედავთ წარსულს, ყოველთვის ასე იყო, არსებობს პოლიტიკური სასწორი, ერთ მხარეს არის ნაკლული პარლამენტი, ანუ ის, რასაც ოპოზიცია ითხოვს და მეორეზე დევს ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი ამომრჩევლის მიმართ და ეს ჩვენს დაცვას ითხოვს. მეორე მხარეს ასევე დევს სტაბილურობა. 

გადავხედოთ, სულ რომ გაიწიოს "ქართული ოცნება", ვინ რჩება მოლაპარაკების მაგიდაზე: სადისტი, თაღლითი, პოპულისტი და მე არ ვფიქრობ, რომ ამომრჩევლებს ამაზე ექნებათ პოზიტიური დამოკიდებულება," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები