03 დეკემბერი 2020,   23:59
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა იზმირში - დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა 

ძლიერი მიწისძვრა საქართველოს მეზობელ თურქეთში - 12 ადამიანი დაიღუპა და 500-მდე დაშავდა თურქეთში იზმირის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად. 
6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ რეგიონში ნგრევა გამოიწვია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დანგრეულია ათეულობით შენობა. მაშველმა ნანგრევებიდან უკვე შეძლეს 70-მდე ადამიანის გამოყვანა. 

მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 16 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ძლიერი ბიძგები 15 წამს გაგრძელდა და თურქეთის დასავლეთით რამდენიმე პროვინციაში, ასევე სტამბოლშიც იგრძნობოდა.

რამდენიმე საათში მიწისძვრა კვლავ განმეორდა და მისმა სიმძლავრემ ამჯერად 5.1 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგებს მსხვერპლი მოჰყვა საბერძნეთშიც. კუნძულ სამოსზე 2 მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, რვა ადამიანი კი დაშავდა.

მიწისძვრამ ზღვის დონის მატებაც გამოწვია, რასაც ქუჩების დატბორვა მოჰყვა. თურქეთის პრეზიდენტმა საბერძნეთის პრემიერს საჭიროების შემთხვევაში დახმარება შესთავაზა. იზმირში ამ დრომდე ათეულობით სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. 

დღის ამბები