03 დეკემბერი 2020,   23:28
ვრცლად
მოქალაქეების დაკვეთაა "ოცნებამ" გააგრძელოს ქვეყნის აღმშენებლობა - მმართველი გუნდი შემაჯამებელ შეხვედრას მართავს

გლდანში ამ წუთებში მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დახურვის ღონისძიება და შემაჯამებელი შეხვედრა იმართება, სადაც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ლევან კობიაშვილს წარადგენს.

მხარდამჭერებს პრემიერ-მინისტრმა და საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა გიორგი გახარიამ მიმართა და პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო.

"ხვალ საქართველოს მოქალაქე გააკეთებს თავის არჩევანს და ეს არჩევანი იქნება ეკონომიკურად ძლიერი, თავისუფალი, ღირსებით სავსე, დემოკრატული და ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ. ეს იქნება არჩევანი, რომელიც უარს ეტყვის წარსულში დაბრუნებას. ეს არის დაკვეთა თითოეული ჩვენი მოქალაქის, რომ "ქართულმა ოცნებამ" გააგრძელოს ქვეყნის აღმშენებლობა. ჩვენი ვალდებულება გავაგრძელოთ ზრუნვა პირველ რიგში ყველაზე მოწყვლად ადამიანებზე," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიას თქმით, მათი გუნდის ზრუნვის საგანი პირველ რიგში, მოხუცები, ბავშვები, დევნილები და სოციალურად დაუცველები იქნებიან.

 გიორგი გახარიას განცხადებით, ხვალ საქართველოს მოქალაქე გააკეთებს თავის არჩევანს და ეს არჩევანი იქნება ეკონომიკურად ძლიერი, თავისუფალი, ღირსებით სავსე, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ.

პრემიერის განმარტებით, "ეს იქნება არჩევანი, რომელიც უარს ეტყვის წარსულში დაბრუნებას. წარსულში - უუფლებობის, ძალადობის, ფეხქვეშ გათელილი ღირსების და ფეხქვეშ გათელილი ადამიანის ინტერესების დროს."

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დღეს არის საარჩევნო კამპანიის ბოლო დღე. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების დაკვეთაა, რომ "ქართულმა ოცნებამ" გააგრძელოს ქვეყნის აღმშენებლობა.

მისივე თქმით, გაგრძელდება დასავლეთისკენ სვლა და 2024 წელს საქართველო გეგმავს, გააკეთოს განაცხადი სრულფასოვან წევრობაზე ევროპის დიდ ოჯახში.

შეხვედრას პარტიის ლიდერები და წევრები ესწრებიან.

დღის ამბები