04 დეკემბერი 2020,   00:36
ვრცლად
11 უარი "ქართულ ოცნებასთან" კოალიციას და 1 უარი მიხეილ სააკაშვილს პრემიერობაზე - ოპოზიციური პარტიების შეთანხმება არჩევნებამდე 1 დღით ადრე 

არჩევნებამდე 1 დღით ადრე 11 ოპოზიციური პარტია შეთანხმდა, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ "ქართულ ოცნებასთან" კოალიციას არ შექმნიან. საჯარო განცხადებები სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ლიდერებმა ერთ დოკუმენტზე ხელმოწერით დაადასტურეს. შეთანხმება 4 პუნქტიანია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში დასუსტდა დემოკრატიული ინსტიტუტები, ჩრდილი მიადგა საერთაშორისო რეპუტაციას, დაზიანდა სტრატეგიული ეკონომიკური პერსპექტივები და რუსეთთან დეოკუპაციაზე საუბრის საფარქვეშ ეროვნული ინტერესები დარტყმის ქვეშ დადგა. სწორედ ამიტომ, ხელისუფლების ოპონენტები "ქართულ ოცნებასთან" სამომავლო თანამშრომლობას გამორიცხავენ.

ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანების მიუხედავად, პოლიტიკური ძალების ნაწილმა "ლეიბორისტული" პარტიის ოფისში შეხვედრა კონკურენტ პარტიასთან განსხვავებების ხაზგასმისთვისაც გამოიყენეს. "ევროპულმა საქართველომ" "ქართულ ოცნებასთან" კოალიციაზე უარის თქმის პარალელურად პირობა დადო, რომ ასევე არასოდეს დაუჭერენ მხარს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას.

ოპოზიციის მსგავსად, "ქართული ოცნებაშიც" ამბობენ, რომ ოპონენტებთან კოალიციაზე მოლაპარაკებები არ დასჭირდებათ. უფრო მეტიც, გამარჯვებაში დარწმუნებული არიან და ოპონენტებთან მთავრობის დასაკომპლექტებლად სამომავლო თანამშრომლობის აუცილებლობას ვერ ხედავენ.

დღის ამბები