25 ნოემბერი 2020,   23:52
ვრცლად
არჩევნები COVID-19-ის პირობებში - ცესკოში დამკვირვებლად 48 საერთაშორისო მისია და საელჩოა რეგისტრირებული

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე OSCE/ODIHR-ის მისია უპრეცენდენტოდ მცირე შემადგენლობითაა წარმოდგენილი. მიზეზი COVID-19-ია. მიუხედავად ამისა, საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია 50-მდე დამკვირვებლით იმუშავებს. ODIHR-ი იტყვის არა მხოლოდ იმას, თუ რა მოხდა კენჭისყრაზე, არამედ იმასაც, თუ რა იყო მანამდე და მას შემდეგ. ის, რომ არჩევნები ერთი დღით არ განისაზღვრება მისიის ხელმძღვანელიც ადასტურებს.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი მჭიდრო კოორდინაციაშია საპარლამენტო ასამბლეებთან: ნატოს, ევროსაბჭოსა და ეუთოს საპარლამენტო მისიები თბილისში ერთ გუნდად იმუშავებენ და დააკვირდებიან რამდენად შესაბამისობაშია ქვეყნის საარჩევნო პროცესი იმ პრინციპებთან, რომელსაც მათი ორგანიზაციები იზიარებენ.

ცესკოში ოფიციალურად რეგისტრირებულთა სიის მიღმაც არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც საარჩევნო პროცესებს საკუთარი ინიციატივით დააკვირდებიან. ასეთია მაგალითად საერთაშორისო შემსწავლელი მისია, რომელიც თბილისში CDD-იმ ჩამოიყვანა და რომელიც დამოუკიდებელ ანგარიშს დაწერს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლად 48 საერთაშორისო მისია და საელჩოა რეგისტრირებული, კოვიდის მიუხედავად მონიტორების რაოდენობა საკმარისია იმისთვის,რომ პროცესზე საერთაშორისო შეფასებები მომზადდეს, რომლებსაც შემდეგ პარტნიორები დაეყრდნობიან.

დღის ამბები