25 ნოემბერი 2020,   23:26
ვრცლად
არჩევნების დღეს პლატფორმაზე 31.ge, ოპოზიცია დარღვევების აღნუსხვას გეგმავს

31.ge- პლატფორმა, სადაც ოპოზიცია არჩევნებისას დარღვევების აღნუსხვას გეგმავს. ხმების დაცვის შტაბი არჩევნების დღეს წინასწარი შეთანხმების მიხედვით კოორდინირებულად იმუშავებს, საარჩევნო პროცესში გადაცდომების შემთხვევაში, ყველა პარტიის წარმომადგენელი ინფორმაციას სწორედ შტაბს მიაწვდის. 

"ამომრჩეველთა დაცვის შტაბს ექნება პლატფორმა, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა დარღვევა. ჩვენს წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება საიტზე შეიყვანონ კონკრეტული დარღვევა, როგორც წერილობით, ასევე ვიდეოს სახით. რეგიონების მიხედვით აისახება ის დარღვევები, რომლებიც დაფიქსირდება,"- აცხადებს "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია.

ოპოზიციური პლატფორმა საერთაშორისო მისიებთან თანამშრომლობს.

"სისტემატიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ყველა ხმა დაცული იყო. ჩვენ კოორდინაციაში ვართ, ყველა საერთაშორისო, სადამკვირვებლო მისიასთან და საერთაშორისო აკრედიტირებულ საელჩოებთან. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყველა დარღვევას განსაკუთრებულად ოპერატიულ რეჟიმში მიიღებენ," - აღნიშნავს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე.

დღის ამბები