24 ნოემბერი 2020,   22:02
ვრცლად
ათობით ადამიანია რომლის სახლშიც სრულიად სხვა ადამიანები არიან რეგისტრირებულები - ანა დოლიძე

მოძრაობა "ხალხისთვის" თავმჯდომარის განცხადებით, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ბევრად მეტი გადასატანი საარჩევნო ყუთია, ვიდრეს სხვა უფრო დიდ ოლქებში. ანა დოლიძე ფიქრობს, რომ ასეთ პირობებში ხმების დაცვა გართულდება.

"დიდუბე-ჩუღურეთს გადასატანი ყუთების რეკორდული მაჩვენებელი დაემატა, მათი კონტროლი  გართულებულია და ფაქტობრივად შეუძლებელია იმის შემოწმება, თუ რამდენი ხმა არის იქ ჩაგდებული. არავითარი ფორმულა არ არსებობს იმის, თუ რატომ არის ჩვენს ოლქში 9 გადასატანი ყუთი სხვა უფრო დიდ ოლქში კი შედარებით ცოტა,"- განაცხადა ანა დოლიძემ. 

მოძრაობის "ხალხისთვის" თავმჯდომარე ანა დოლიძემ "დღის კურიერში" წინასაარჩევნოდ საზოგადოების განწყობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სხვა ოპოზიციური პარტიის წევრებთან შედარებით, მისი კანდიდატურას საზოგადოებაში დიდი უპირატესობა აქვს. 

ანა დოლიძემ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ვოლსკი კვლავ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ 8 წელი ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგაც, მის მეტოქეს უმრავლესობიდან საზოგადოებასთან არცერთ რეალურ პრობლემაზე არ უსაუბრია. 

"არცერთ პრობლემაზე არ საუბრობს გიორგი ვოლსკი, მხოლოდ ისევ, "ნაციონალური მოძრაობაა" მათი მთავარი სალაპარაკო თემა. რაც შეეხება დარღვევებს, აღსანიშნავია, რომ ათობით ადამიანია ისეთი, რომლის სახლშიც, სრულიად სხვა ადამიანები არიან რეგისტრირებული," - განაცხადა ანა დოლიძემ. 



 

 

 

160850

დღის ამბები