24 ნოემბერი 2020,   22:48
ვრცლად
მთავრობა იტყუება და ლოკდაუნს განიხილავს - ოთო კახიძე

პარლამენტის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" ოთო კახიძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ მთავრობა იტყუება და არჩევნების შემდგომ ისინი ლოკდაუნის გამოცხადებას აპირებენ, რათა მეორე ტურისთვის მართონ სიტუაცია.

ოთო კახიძე ამბობს, რომ ხალხმა "ქართულ ოცნებას" განაჩენი პირველივე ტურში სწორედ ამიტომ უნდა გამოუტანოს. 

"მთავრობა იტყუება და ლოკდაუნს განიხილავენ, რომ მეორე ტურისთვის მართონ სიტუაცია თავიანთ ჭკუაზე და ეს არ უნდა დავუშვათ ჩვენ და ამიტომ, პირველივე ტურში უნდა გამოვუტანოთ განაჩენი. ამ მთავრობას სხვა გზა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის, რომელიც "ევროპულმა საქართველომ" გამოაქვეყნა, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ვახო კალოიანი, გიგი წერეთელი, ჩვენ გვყავს ის გუნდი, რომელმაც გამოაქვეყნა სტრატეგია თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ჩვენ კორონავირუსის გავრცელებას და ეს არ არის ლოკდაუნი. ლოკდაუნი არის ეკონომიკის ბოლომდე ჩაკეტვა და უკვე ისედაც შემცირებული სამუშაო ადგილების კიდევ უფრო მეტად შემცირება და ამას ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად არ დავუშვებთ. ჩვენ როცა შევცვლით "ქართულ ოცნებას" 1 ნოემბრიდანვე შევცვლით პოლიტიკას, როგორც კორონავირუსის მენეჯმენტის კუთხით, ისე სხვა მიმართულებებითაც," - განაცხადა ოთო კახიძემ.

დღის ამბები