02 დეკემბერი 2020,   16:57
ვრცლად
თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან: კობიაშვილი, სუბარი და ქადაგიშვილი, ერთი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, პოლიტიკიდან წავალ - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთი კვლევის შეფასებისას, რომლის თანახმადაც თბილისსა და კახეთში ოპოზიციის მაჟორიტარების კანდიდატები იმარჯვებენ, განაცხადა რომ თუ "ოცნების" სამი მაჟორიტარიდან - თბილისში ლევან კობიაშვილი და სოზარ სუბარი, კახეთში კი ირაკლი ქადაგიშვილი არჩევნებს წააგებენ, ის პოლიტიკიდან წავა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთივე ქმედებას სთავაზობს IPSOS-ის კვლევის გამავრცელებელს.

"გუშინ დაიდო მონაცემები ე.წ. IPSOS-ის, რომლის მიხედვითაც ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი არჩევნებს იგებენ პირველ ტურში, მარტივად მინდა გითხრათ ერთი რამ, თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან: კობიაშვილი გლდანში, სოზარ სუბარი სამგორში და ქადაგიშვილი თელავის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის ოლქში თუ რომელიმე, ერთი მათგანი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, მე პოლიტიკიდან წავალ. ხოლო თუ სამივე მოიგებს, შევთანხმდეთ, რომ ნიკა გვარამია ქართული მედიიდან და პოლიტიკიდან წავიდეს," - აღნიშნა კობახიძემ.

დღის ამბები