02 დეკემბერი 2020,   17:58
ვრცლად
უკრაინაში მარიხუანას ლეგალიზაციას თვითმმართველობის არჩევნებზე გამოკითხულთა 64%-მა მხარი დაუჭირა

უკრაინაში მარიხუანას ლეგალიზაციას თვითმმართველობის არჩევნებზე გამოკითხულთა 64%-მა დაუჭირა მხარი. პრეზიდენტის აპარატმა კანაფის ლეგალიზაცია ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის ერთ-ერთ წინაპირობად დაასახელა.

უმაღლეს რადაში პარტია "ხალხის მსახური" სამ კანონპროექტს ამუშავებს. გავრცელებული ცნობით, ზელენსკის ადმინისტრაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთანაც აქტიურად მუშაობს, რათა კანაფის წარმოების ლიცენზია მოიპოვოს და ნედლეულის ექსპორტი განახორციელოს.

"ხალხის" პარტიაში აცხადებენ, რომ კანაფის სამედიცინო მოხმარებისთვის წარმოება მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელთანაა დაკავშირებული, რის მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები მოჰყავთ, რომელიც კანაფის სამედიცინო მიზნით წარმოებაში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. 

დღის ამბები