02 დეკემბერი 2020,   17:55
ვრცლად
თბილისი 445, აჭარა 437, იმერეთი 388 - COVID-19-ის გავრცელების მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებებზე ისაუბრა. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, გამოჯანმრთელებული პაციენტების ზრდის კუთხით, ქვეყანა პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს. 

"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 20 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში - 7 ადამიანი, აჭარაში - 9, იმერეთში - 2, მცხეთა-მთიანეთში - 1 და კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 273 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 1 709 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 445 შემთხვევა, აჭარაში - 437, იმერეთში - 388, ქვემო ქართლში - 32, შიდა ქართლში - 125, გურიაში - 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 151, კახეთში - 40, მცხეთა-მთიანეთში - 12, სამცხე-ჯავახეთში - 44,  რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0. 

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 364. 4 209 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 106, აჭარაში - 696. მძიმე პაციენტი გვყავს 511, მათ შორის, თბილისში - 255, აჭარაში - 78. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 128 პირი - მათ შორის, თბილისში - 70, აჭარაში - 29. 2 346 ადამიანი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 826 - აჭარაში, ხოლო 1 234 - თბილისში. 11 809 ადამიანი მკურნალობს ბინაზე, კლინიკური მართვის ახალი მოდელის შესაბამისად.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 074 ადამიანი, საიდანაც თბილისში - 3 764 პირი, აჭარაში - 11 190, იმერეთში - 4 024,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღის ამბები