26 ნოემბერი 2020,   00:57
ვრცლად
როგრც თქვენი ტელევიზიები არ ემზადებიან არეულობისთვის, ისე გაერთიანებული ოპოზიცია არ ემზადება - გრიგოლ ვაშაძე დაგეგმილ აქციაზე

გრიგოლ ვაშაძეს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 31 ოქტომბერს დაგეგმილი აქციის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით, ქუთაისიდან ახლახან დაბრუნდა და არაფერი იცის, ვინ შეიტანა განცხადება მერიაში აქციასთან დაკავშირებით, თუმცა, აღნიშნავს, რომ თუ განცხადებაში კონკრეტული დრო არის მითითებული - ეს მხოლოდ იმისთვის, რომ ეკრანი დაიდგას. 

"როგორც თქვენი ტელევიზიები არ ემზადებიან არეულობისთვის, ისე - გაერთიანებული ოპოზიცია არ ემზადება. თუ რაღაცა დრო არის მითითებული, ეს იმისთვის არის, დარწმუნებული იყავით, რომ ეკრანი დაიდგას სცენაზე და იდგას იქ აბსოლუტურად წყნარად და მშვიდად.

თქვენი ეთერის საშუალებით, ყველა ჩვენი პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს მივმართავ - ძვირფასო მეგობრებო, არავითარ შემთხვევაში, არავითარი ძალადობა! ჩავატაროთ ნორმალური, დემოკრატიული არჩევნები, არ მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, რამე დაგვაბრალოს,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები