26 ნოემბერი 2020,   00:11
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" იმერეთში შემაჯამებელ შეხვედრას მართავს

"ნაციონალური მოძრაობა" იმერეთში შემაჯამებელ შეხვედრას მართავს. "ენმ - ძალა ერთობაშიას" ზესტაფონი, ბაღდათი, თერჯოლა, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის და თერჯოლის მერობის კანდიდატების შემაჯამებელი შეხვედრა ამ წუთებში ზესტაფონში მიმდინარეობს. 

გაერთიანებულ ოლქში  მაჟორიტარი დეპუტატობისთვის - კახა გეწაძე, თერჯოლის მერობისთვის კი ვალერი ბოჭორიშვილი იბრძვიან.

პარტიის ლიდერები თეატრთან შეკრებილ მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამას და სამოქმედო გეგმებს აცნობენ.

დღის ამბები