24 ნოემბერი 2020,   22:53
ვრცლად
კალიფორნიაში 90 ათასი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს - ხანძრის ქრობის დროს მეხანძრეები დაშავდნენ

კალიფორნიაში ძლიერი ხანძრის გამო 90 ათასი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს. ცეცხლი ტყის მასივის 5 ათას ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული. ხანძრის ქრობის დროს დაშავდა ორი მეხანძრე. ცეცხლის ლოკალიზებას ძლიერი ქარი ართულებს.

ადგილობრივმა სამართალდამცავმა ორგანომ ცეცხლის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები