24 ნოემბერი 2020,   22:26
ვრცლად
საზოგადოება "რუსთაველების" ორგანიზებით რუსთავში სპორტულ-გამაჯანსაღებელი და საბავშვო მოედანი გაიხსნა

საზოგადოება "რუსთაველების" ორგანიზებით რუსთავში სპორტულ-გამაჯანსაღებელი და საბავშვო მოედანი გაიხსნა. სამოქალაქო პლატფორმის და რუსთავში მოღვაწე ბიზნესმენების ხელშეწყობით ქალაქის მასშტაბით, მოედნების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

პრეზენტაციას ადგილობრივებთან ერთად რუსთავსა და გარდაბნის სოფლებში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძეც დაესწრო.

"მთავარი არის ის, რომ ასევე ამ სივრცეებში დამონტაჟდება სპეციალური კამერები, რომლითაც ერთის მხრივ ავირიდებთ თავიდან ვანდალიზმის ფაქტებს და ასევე მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა სახლიდან ადევნონ თვალი როგორ თამაშობენ და ერთობიან მათი პატარები ამ სივრცეში. საუბნო სივრცეების განვითარებას ვხედავთ რუსთავში, ევროპული, თანამედროვე სტანდარტების და რაც მთავარია უსაფრთხო ჩვენი შვილებისთვის," - აცხადებს პარლამენტის რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ნინო ლაცაბიძე

დღის ამბები