24 ნოემბერი 2020,   21:55
ვრცლად
EMC საქართველოში კერძო კომპანიების მიერ ე.წ. "სიცრუის დეტექტორის" გამოყენებას მკვეთრად უარყოფითად აფასებს

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC საქართველოში კერძო კომპანიების მიერ, მოქმედი თანამშრომლების ან სამსახურის მაძიებლების შესამოწმებლად, ე.წ. "სიცრუის დეტექტორის" გამოყენებას მკვეთრად უარყოფითად აფასებს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში ამბობენ, რომ დამსაქმებლების მიერ პოლიგრაფის გამოყენება უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და სახალხო დამცველსა და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"საუბარია იმაზე, რომ თვითონ დასაქმებულების თანხმობით ხდება მათი შემოწმება სიცრუის დეტექტორზე. ეს უნდა მივიღოთ როგორც ჭეშმარიტებად, იმიტომ რომ ძალაუფლების კუთხით დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. ჩნდება კითხვები რაში იყენებს შემდეგ დამსაქმებელი დეტექტორით მიღებულ პასუხს, იმიტომ, რომ ვიცით მას იურიდიული ძალა არ აქვს," - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა კოტე ერისთავმა.  

დღის ამბები