24 ნოემბერი 2020,   22:53
ვრცლად
მერაბიშვილი სტრასბურგიდან ათეულობით დოლარს ითხოვდა, მათ შორის - მისი ვითომ ადვოკატის, ოთარ კახიძის მომსახურებისთვის - თეა წულუკიანი

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრის თეა წულუკიანის განცხადებით, ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ათეულობით ათასს ამერიკულ დოლარს ითხოვდა, თუმცა ამას ვერ მიაღწია.

"ვანო მერაბიშვილი სტრასბურგიდან ათეულობით ათასს ამერიკულ დოლარს ითხოვდა, მათ შორის, მისი ვითომ ადვოკატის, ოთარ კახიძის მომსახურებისთვის. მას ამის უფლება ჰქონდა, მაგრამ ვერ მიაღწია. ამიტომ ის 4 000 ევრო არის ის მინიმალური თანხა, რასაც ის ითხოვდა. იყო უკმაყოფილო, იმიტომ რომ მან საქმე რეალურად წააგო პოლიტიკურ ნაწილში და თანხის ნაწილშიც," - განაცხადა თეა წულუკიანმა "ღამის კურიერში" სტუმრობისას.

შეგახსენებთ, საქართველომ ვანო მერაბიშვილს კოპენსაციის სახით 4 000 ევრო ჩაურიცხა. საქმეზე “მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ” სტრასბურგის დიდმა პალატამ გადაწყვეტილება 2017 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა და მერაბიშვილის მიმართ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა.

დღის ამბები