26 ნოემბერი 2020,   00:30
ვრცლად
რომელი პარტიის ხედვები და პრიორიტეტები დგას თქვენთან ყველაზე ახლოს - ახალი ვებგვერდი kompasi.partiebi.ge ამოქმედდა

ამომრჩეველთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მხარდაჭერით ახალი ვებ-გვერდი kompasi.partiebi.ge ამოქმედდა.

საარჩევნო კომპასი საქართველო“ არის უპარტიო, ელექტრონული საშუალება, რომელიც მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების პოზიციების შესახებ.

აპლიკაციის საშუალებით, ამომრჩეველს შეუძლია გაიგოს, მასთან ყველაზე ახლოს რომელი პარტიის ხედვები და პრიორიტეტები დგას.

სპეციალისტების მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ქვეყნაში არსებობდეს რესურსი, რომელიც ამომრჩეველს მიაწვდის დაზუსტებულ ინფორმაციას პარტიების ხედვებისა და პოზიციების შესახებ. 

დღის ამბები