04 დეკემბერი 2020,   00:46
ვრცლად
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ზუგდიდშია. ვახტანგ გომელაური მოადგილესთან, ვლადიმერ ბორცვაძესთან ერთად ამ წუთებში სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფება.

ადგილზეა ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის დირექტორიც.

ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები სამხარეო პოლიციის უფროსს, ავთანდილ გალდავას ხვდებიან, რომელიც მძევლების გათავისუფლების ოპერაციაში პირადად იყო ჩართული და რომელმაც შეიარაღებულ თავდამსხმელს ნახევარი მილიონი გადასცა.

შეხვედრის მთავარი თემაც, სავარაუდოდ, 21 ოქტომბერს ზუგდიდში, "საქართველოს ბანკზე“ მომხდარი თავდასხმაა. 

დღის ამბები