04 დეკემბერი 2020,   01:01
ვრცლად
"სტრატეგია აღმაშენებელი" მიიჩნევს, რომ პროფილური კლინიკების კოვიდცენტრებად გადაკეთება ხელისუფლების მხრიდან არაგონივრული ნაბიჯია

"სტრატეგია აღმაშენებელი" ხელისუფლებას აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ პროფილური კლინიკების კოვიდცენტრებად გადაკეთება, ხელისუფლების მხრიდან, არაგონივრული ნაბიჯია. სერგო ჩიხლაძის განცხადებით, სხვა მძიმე დაავადებების მქონე მოქალაქეებს სერვისები შეეზღუდათ.

კანდიდატი მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად დაუბრუნდეს პროფილურ კლინიკებს ფუნქციები, რადგან ბავშვებისა და სხვა, მათ შორის კარდიოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტების ჯანმრთელობას პრობლემები არ შეექმნას.

დღის ამბები