04 დეკემბერი 2020,   00:30
ვრცლად
"გაიხსნას ბუკიას ბაღი" - ალეკო ელისაშვილმა აქცია-პერფორმანსი Open Book გამართა

საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა პროექტის Open Book-ის აქცია-პერფორმანსი გამართა.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა, გაიხსნას ბუკიას ბაღი, მოეწყოს რეკრეაციული ზონა, სადაც ხალხს განტვირთვის საშუალება ექნება.

ელისაშვილის განმარტებით, აღნიშნულ ბაღში წლების განმავლობაში არავინ ყოფილა შესული.

მათ სკვერის ტერიტორიაზე, ასევე, განათავსეს მიხეილ ჯავახიშვილის წიგნების თარო, სადაც ჯავახიშვილის წიგნებთან ერთად ალეკო ელისაშვილის წიგნი "ეს საბურთალო" განთავსდა.

დღის ამბები