24 ნოემბერი 2020,   23:02
ვრცლად
"პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას" - ირაკლი კვარაცხელია

ზუგდიდში, საქართველოს ბანკის შენობაში მყოფმა მძევალმა, რომელმაც შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა, სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა. ირაკლი კვარაცხელია ის პირია, რომელიც მედიას დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაუკავშირდა.

"სამი კაცის გარდა ყველა გამოგვიშვეს. პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუთში. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ახლა დაკითხვაზე გადამიყვანენ,“ - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი კვარაცხელია, რომელიც დღის განმავლობაში მედიასთან კონტაქტზე რამდენჯერმე გამოვიდა.

დღის ამბები