24 ნოემბერი 2020,   21:37
ვრცლად
პარტიამ "თავისუფალი დემოკრატები" საპარლამენტო არჩევნებიდან 4 მაჟორიტარი კანდიდატი მოხსნა 

"თავისუფალმა დემოკრატებმა" საპარლამენტო არჩევნებიდან მაჟორიტარი-დეპუტატობის 4 კანდიდატი მოხსნა. პარტიის გენერალური მდივნის ემზარ კაკულიას განცხადებით, თბილისში "თვისუფალ დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატი მხოლოდ ერთ, საბურთალოს ოლქში იქნება წარმოდგენილი. 

გადაწყვეტილების მიზეზად, ემზარ კაკულია დაბალ მხარდაჭერას ასახელებს. მისი თქმით, პარტიაში მხარდაჭერის სტატისტიკას აკვირდებოდნენ და იქ სადაც მათი მონაცემებით გამარჯვების შანსი ნაკლები იყო კანდიდატების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს.

"თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტში მოხვედრას და გამარჯვების მოპოვებას პროპორციული წესით შეეცდებიან. 

დღის ამბები