24 ნოემბერი 2020,   22:18
ვრცლად
ბაიდენი-50%, ტრამპი-41% - The New York Times-მა გამოკითხვა ჩაატარა

The New York Times-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, ჯოზეფ ბაიდენს გამოკითხულთა 50%, დონალდ ტრამპს კი - 41% უჭერს მხარს.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 48- % ფიქრობს, რომ ეკონომიკის თვალსაზრისით ტრამპი უკეთესი ლიდერია, ბაიდენი კი მოქმედ პრეზიდენტს მხოლოდ 1 პროცენტით ჩამორჩება.

ამომრჩეველთა 12 პროცენტით მეტი მიიჩნევს, რომ ბაიდენი უკეთ გაართმევს თავს პანდემიის მართვას, ვიდრე ტრამპი.

გამოკითხვა ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩატარდა და მასში მონაწილეობა ათასამდე ადამიანმა მიიღო. შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.

დღის ამბები