02 დეკემბერი 2020,   16:47
ვრცლად
შემთხვევების შემცირება უახლოესი 2-3-4 კვირის განმავლობაში ვერ მოხდება - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა  ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ შემცირდება.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში ინფიცირებულების 87%-ში ვირუსი უმსიმპტომოდ მიმდინარეობს.

"ქვეყნის მასშტაბით, როგორც მთლიანად მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით, ევროპის ქვეყნებში უარესდება, რთულდება სიტუაცია და ეს პროგნოზირებადი იყო, ნამდვილი ე.წ. მეორე ტალღაა მთლიანად მსოფლიოში, მათ შორის, ევროპაშიც. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ინტენსიური ზრდა ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად საქართველო ინფიცირების რაოდენობით ერთ სრულ მოსახლეზე ჯერ საკმაოდ დაბლა ვართ ევროპულ რუკაზე, ეს არის ძირითადად იმის ხარჯზე, რაც ჩვენ გვქონდა სექტემბრის 15-მდე, მაგრამ მეორე ტალღაში შევედით თანდათან და შემთხვევების ზრდა პირდაპირ გეუბნებით, რომ იქნება. შემთხვევების შემცირება უახლოესი 2-3-4 კვირის განმავლობაში ვერ მოხდება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყოველნაირად შემთხვევები ყველა იყოს შესაბამისად მართული, ანუ ვისაც სჭირდება სტაციონალური მკურნალობა ის იყოს სტაციონარში და შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს, ხოლო დანარჩენები იყვნენ ბინაზე ან კოვიდ სასტუმროებში მკურნალობაზე. 87%-მდე არის უსიმპტომო და მსუბუქად მიმდინარე შემთხვევები, დაახლოებით 12%-ში ჩვენ გვაქვს მძიმე შემთხვევები და 1,5%-დან 2%-მდე არის კრიტიკული, ასეთია ზოგადი სურათი," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ,

დღის ამბები