24 ნოემბერი 2020,   22:46
ვრცლად
4 საათიანი გამოკითხვის შემდეგ ნიკოლოზ ვაშაკიძემ გენერალური პროკურატურა დატოვა

4 საათიანი გამოკითხვის შემდეგ ნიკოლოზ ვაშაკიძემ გენერალური პროკურატურა დატოვა. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე საგამოძიებო უწყებაში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძეს უწყებიდან გამოსვლის შემდეგ გამოკითხვის დეტალებზე არ უსაუბრია, რადგანაც როგორც თავად განაცხადა, გაუთქმელობაზე მოაწერა ხელი. 

"პრაქტიკულად, მე ამ საკითხებზე მუშაობამ არ მომიწია. ჩემი ვარაუდები გამომდინარეობს იმ ადამიანების რეპუტაციიდან და პროფესიული დონიდან, ვინც ამ საკითხებში იყო ჩართული. მჯერა მათი კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის.

მე ვივარაუდე, რომ საქართველოს მხარემ იმ დროისთვის ოპტიმალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე იხელმძღვანელა. თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ არჩევნებამდე ძალიან მოკლე დროში ამ საკითხზე რა პოლიტიკური განცხადებები კეთდება, ძნელია არ ივარაუდო, რომ ამ საქმეს პოლიტიკური ნიადაგი აქვს,"- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე 2008 წელს კომისიის თავმჯდომარე იყო.

დღის ამბები