24 ნოემბერი 2020,   22:40
ვრცლად
ოპოზიცის ნაწილი ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ სპეციალურ პროტოკოლს იწუნებს

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ეროვნული მნიშვნელობის არის და თუკი ამომრჩევლის დაბალი აქტივობა იქნება, ეს ხელისუფლების ინტერესებს წაადგება. 

პარალელურად, ოპოზიცის წევრები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ სპეციალური პროტოკოლს იწუნებენ.  

"გადატანის პროცესის გამჭირვალობა როგორ იქნება უზრუნველყოფილი, საარჩევნო ყუთის? მესმის, რომ ლუქის მთლიანობა უნდა იყოს, მესმის რომ უნდა იყოს აუცილებლად საკონტროლო ფურცელი შედარებული და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფრის ტექნოლოგიურად გაყალბება, ასეთი პროცედურების პირობებში, ნამდვილად შესაძლებელია.

როდესაც ხაზს ვუსვამთ იმას, რომ გამჭვირვალობა დგას ეჭვქვეშ ამ არჩევნების, გამჭვირვალობის გარეშე ნებისმიერი არჩევნები ექვემდებარება იოლად გაყალბებას“ -  განაცხადა რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანმა, თამარ კორძაიამ.

ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ხელისუფლება არჩევნების დღეს ხმების მითვისებისთვის ემზადება.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ქვეყანაში ვითარებას მხოლოდ არჩევნებზე მისვლა და ხმის დაფიქსირება შეცვლის.

"ეროვნული ამოცანაა არჩევნებზე მისვლა და ამ ვითარების შეცვლა. გარდამტეხი ცვლილებების მოტანა და ამ ხელისუფლების ჩამოცილება ძალაუფლებიდან. შემდეგ, იმ ნაბიჯების გადადგმა პანდემიასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებით, რაც ევროპულ საქართველოს გვაქვს შემუშავებული და რომელიც მოიტანს იმ ცვლილებას, რომელიც აუცილებლად გვჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კატასტროფა ელოდება ამ ქვეყანას, ჩენ ეს უკვე ვნახეთ,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის. ის მოქალაქეებს საკუთარი არჩევნის დაფიქრებისკენ მოუწოდებს.

"რეგულაციები, თავის თავად დამატებითი ბარიერია, დამატებით უხერხულობა, მაგრამ უნდა შესრულდეს, რადგან ის არის მიღებული ცესკოს მიერ. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, ჩემთვის მთავარია მედიკოსების რეკომენდაციების შესრულება, იმისათვის რომ ჩვენ მინიმუმამდე გვქონდეს დაყვანილი ინფიცირების რისკი," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

დღის ამბები