24 ნოემბერი 2020,   22:43
ვრცლად
აუცილებელია სასწრაფოდ მივიღოთ ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის მესამე რედაქცია - კიბერუსაფრთხოების ექსპერტი

საქართველოსა და რამდენიმე ქვეყანაზე ჰაკერული თავდასხმის გამო რუსეთის ე.წ გრუ-ს 6 ოფიცერს შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი 7 მუხლით წარუდგინა. საქართველოს საქმეზე ბრალდებულია ორი ჰაკერი. მათ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და კერძო სექტორზე რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს.

შესაძლო კიბერსაფრთხეებზე და ამ კუთხით არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე "კურიერთან" კიბერუსაფრთხოების ექსპერტი საუბრობს. ანდრო გოცირიძე აცხადებს, რომ აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული რედაქცია მივიღოთ, რომელიც მესამე წელია შეჩერებულია. მისივე განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობა კიბერუსაფრთხოების ნაწილში თანამედროვე გამოწვევებთან თანხვედრაშია მოსაყვანი.

"აუცილებელია სასწრაფოდ მივიღოთ ჩვენი ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიიის აგერ უკვე მესამე რედაქცია, რომელიც მეორე წელია გაურკვეველი მიზეზებით არის შეჩერებული და რომელზედაც სამთავრობო ფორუმზე კიდევაც შეგვახსენა აშშ-ს ელჩმა.

გარდა ამისა, სასწრაფოდ არის კანონმდებლობა მოსაყვანი თანამედროვე გამოწვევებთან ჰარმონიაში და საჭიროა ცნობიერების ამაღლების და საგანმანათლებლო მუშაობის წარმართვა ისე, რომ მტრის სპეცსამსახურის მიერ დაორგანიზებულ კიბერშეტევებს უნებლიე ხელშემწყობად არ აღმოაჩნდეს ნაკლები ცოდნის მქონე მოქალაქე თუ სახელმწიფო მოხელე," - აცხადებს კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე.

დღის ამბები