24 ნოემბერი 2020,   22:14
ვრცლად
საარჩევნო უბნებზე ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნები ყველა დაწესებული რეკომენდაციის დაცვით ჩატარდება. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი აცხადებს, რომ 31 ოქტომბერს მოქალაქეებს არჩევნის გაკეთება უსაფრთხო გარემოში შეეძლებათ.

"რაც შეეხება არჩევნებს, საარჩევნო უბნებს, იქ  ყველაფერი იქნება უმაღლეს დონეზე, ყველა რეკომენდაცია არის გათვალისწინებული და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ საარჩევნო უბნები იქნება ისეთი უსაფრთხო, როგორც არაფერი,“ - განაცხადა კახა კალაძემ. 

დღის ამბები