26 ნოემბერი 2020,   00:29
ვრცლად
ადგილი აქვს ძეგლის დაზიანებას და ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით ამაზე გამოძიება უნდა დაიწყოს - სულხან სალაძე გელათზე

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების ფაქტზე გამოძიებას განცხადებით მიმართავს.

საია საქმის გამოძიებას კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების და სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით ითხოვს.

სულხან სალაძის განცხადებით, პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი გულგრილობას კომპანიის და სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან.

"ადგილი აქვს ძეგლის დაზიანებას და ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება,"- აღნიშნა სულხან სალაძემ.

დღის ამბები