25 ნოემბერი 2020,   23:34
ვრცლად
"m2" ჯგუფი სამშენებლო კომპანია "ოლიმპიური ვარსკვლავის" შეჩერებული ობიექტის მშენებლობას იწყებს

"m2" ჯგუფი სამშენებლო კომპანია "ოლიმპიური ვარსკვლავის" შეჩერებული ობიექტის მშენებლობას იწყებს.

ხელშეკრულების პირობების თანახმად, მშენებლობა სამი წლის ვადაში დასრულდება და თორმეტწლიანი ლოდინის შემდეგ, 400-მდე დაზარალებული ოჯახი კუთვნილ ბინებს მიიღებს.

"ეს არის პროექტი, რომელიც დღეს უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო, თუმცა გარკვეული პრობლემების გამო ვერ მოხერხდა დამთავრება და 13 წელი ადამიანები უშედეგოდ ელოდებიან საკუთარი ფართების მიღებას. შემიძლია უკვე დავადასტურო, რომ ამ ობიექტზე სამშენებლო ნებართვები გაცემულია, პროექტი დამტკიცებულია და 3 წლის განმავლობაში სამუშაოები მთლიანად დამთავრდება," - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

დღის ამბები