26 ნოემბერი 2020,   00:15
ვრცლად
ევროპარლამენტი საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას სავარაუდოდ არ გამოაგზავნის

ევროპარლამენტი საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას არ გამოაგზავნის. საქართველოში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის საკითხის განხილვის ინიციატორი "სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი", კერძოდ, ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი იყო.

აღნიშნული საკითხი ევროპარლამენტის პრეზიდენტების პარტიულ კონფერენციაზე 15 ოქტომბერს უნდა განეხილათ, თუმცა საკითხი საბოლოო დღის წესრიგიდან ამოიღეს. გადაწყვეტილების მიზეზი ოფიციალურად არ დასახელებულა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროპარლამენტის პრეზიდენტს წერილით მიმართა, რათა მას საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისთვის მხარი დაეჭირა.

დღის ამბები