26 ნოემბერი 2020,   00:55
ვრცლად
მათ, ვინც ბინაზე მკურნალობს, ამირან გამყრელიძე ბევრი სითხის მიღებას ურჩევს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსით ინფიცირებულ იმ პაციენტებს, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, ურჩევს, რომ რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღონ და მეტი იმოძრაონ.

"მათ, ვინც ბინაზე რჩებიან, პირველ რიგში, ვურჩევ, რომ არ იყოს პანიკა. ვინც ბინაზე მკურნალობენ, არიან ძირითადად მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები. აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი სითხის მიღება, ბინაში მეტი მოძრაობა და არა უმოძრაოდ ყოფნა.

ასევე, კონტროლი ტემპერატურის, თუ ადის 38 გრადუსზე ზემოთ, სიცხის დამწევის მიღება და ნუ დაელოდება, რომ ვინმემ დაურეკოს, ყველა ადამიანს ჰყავს და უნდა ჰყავდეს ოჯახის ექიმი.

თუ მანდ არ დაურეკა, სასურველია რომ პროაქტიულად, 112-ით კი არა, რომელიც ახლა გადატვირთულია, რადგან ბევრი ადამიანი რეკავს, არამედ, თვითონ დაურეკოს თავის ოჯახის ექიმს და საქმის კურსში ჩააყენოს და ეს მერე დისტანციურად უნდა მართოს ოჯახის ექიმმა. ბინაზე მართვა არის ოჯახის ექიმის კომპეტენცია, რომელიც რთული არაა, დამერწმუნეთ, რადგან ამ ადამიანების 99% ძალიან სწრაფად, 12 დღის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდებიან და გადამდებები არ იქნებიან", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები