04 დეკემბერი 2020,   00:27
ვრცლად
COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის საპატრულო პოლიცია მეტროსადგურებთან მოქალაქეთა მონიტორინგს განაგრძობს

COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის საპატრულო პოლიცია მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დედაქალაქში არსებულ ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული არიან პატრულ-ინსპექტორები. სამართალდამცველები მეტროსადგურში შემსვლელი პირების მიერ აუცილებელი წესების დაცვასა და პირბადეების ტარებას აკონტროლებენ.

საჭიროების შემთხვევაში, პატრულები მოქალაქეებს პირბადეებით უზრუნველყოფენ. კონტროლი ხორციელდება მეტროსადგურების შიდა ტერიტორიაზეც.

დღის ამბები