04 დეკემბერი 2020,   00:07
ვრცლად
პარტია "გირჩი" ბარ-სახელოსნოში ამომრჩევლებს ღამის ათი საათის შემდეგ შეხვდა

იზოლაციისა და კარანტინის შესაძლო დარღვევის მიუხედავად, პარტია "გირჩი" ბარ-სახელოსნოში ამომრჩევლებს ღამის ათი საათის შემდეგ შეხვდა. მათი მტკიცებით, შეხვედრა ლეგალური იყო, რადგან სალარო დაიხურა და ვაჭრობაც არ მიმდინარეობდა.

დაწესებულების მეპატრონის ინფორმაციით, მან "გირჩს" ეს ბარი წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად შეგნებულად გადასცა.

საგამოძიებო პოლიციას იზოლაციისა და კარანტინის დარღვევის გამო თბილისის ორი ობიექტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა უკვე დაწყებული აქვს. მიზეზი სწორედ "გირჩის" ამომრჩეველთან შეხვედრაა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 ოქტომბრიდან ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის თბილისში, იმერეთსა და ბათუმში საღამოს ათი საათის შემდეგ ბარები, რესტორნები და კაფეები მუშაობას წყვეტენ.

"მთელი "გირჩის" ლიდერშიპი აქ არის, ბევრი ხალხია ძალიან, რაც მახარებს, მათ შორის გვაქვს უამრავ ადამიანთან კომუნიკაცია და  ჩვენ გვაქვს ასეთი შეხვედრები, სადაც სიტყვით არ გამოვდივართ, უბრალოდ უშუალოდ ველაპარაკებით ადამიანებს.

მათ შორის იცით, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს 2 ჩვენი შტაბის მფლობელზე, იმ ბარის მფლობელზე, რომელსაც ჩვენ ვიყენებდით შტაბად. დღეს ის საფუძველი, რა საფუძვლითაც აღძრეს სისხლის სამართლის საქმე უბრალოდ არ არსებობს იმიტომ, რომ სალარო აპარატი დახურულია, შესაბამისად არანაირი ვაჭრობა არ მიმდინარეობს. გარეთ ტრიალებენ პატრულისა და სუს-ის თანამშრომლები, გადმოდიან ფოტოებს იღებენ, არ გვეხებიან. იმედია, რომ ასე გაგრძელდება ბოლომდე,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დღის ამბები