04 დეკემბერი 2020,   00:32
ვრცლად
მსოფლიო პანდემიის წინაშე - ირლანდიაში 6 კვირიანი კარანტინი ცხადდება, პოლონეთის ეროვნული სტადიონი კი საველე ჰოსპიტლად გადაკეთდება

6-კვირიანი კარანტინი ცხადდება ხვალიდან ირლანდიაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო. შეზღუდვები იქნება გადაადგილებაზეც და მოქალაქეებს სახლიდან მაქსიმუმ 5 კილომეტრის მოშორებით გასვლა შეეძლებათ. გარდა ამისა, აიკრძალება საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება.

პარალელურად, ირლანდიაში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი სკოლებსა და საბავშვო ბაღებში შეუფერხებლად მიმდინარეობს. საღამოს 11-დან დილის 5 საათამდე კომენდანტის საათი ცხადდება იტალიაში, კერძოდ კი ლომბარდის რეგიონში.

გარდა ამისა შაბათ-კვირას დაიხურება ყველა სავაჭრო ცენტრი, საკვები პროდუქტების მაღაზიების გარდა.

ინფიცირების სწრაფი მატების გამო ბარები და რესტორნები მომდევნო ერთი თვით უკვე დახურა ბელგიამ.

პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით კი ეროვნული სტადიონი საველე ჰოსპიტლად გადაკეთდება. ბოლო 24 საათი რთული აღმოჩნდა ირანისთვის, სადაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მეტი 337 გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა.

დღის ამბები