04 დეკემბერი 2020,   00:04
ვრცლად
ეკონომიკის გამოწვევებს რომ ვუპასუხოთ, ქვეყანაში მრავალი კაშხალი უნდა აშენდეს - გიორგი ჩიქოვანი

დიდი კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თემაზე თბილისში კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე, საქართველოს ბაზარზე კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დარგში დანერგილი პრაქტიკის შესახებ ისაუბრეს.

"საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორი გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, კაშხლების მშენებლობას საქართველოს ეკონომიკის განვიათარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

"საქართველოში კაშხლებს დიდი მნიშვნელობა აქვს ირიგაციის კუთხითაც. ჩვენ ეკონომიკის გამოწვევებს, რომ ვუპასუხოთ უნდა აშენდეს კიდევ სხვა მრავალი კაშხალი,"- განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა. 

კონფერენციას ენერგეტიკის სექტორისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ორგანიზებით შედგა.

დღის ამბები