04 დეკემბერი 2020,   00:59
ვრცლად
"ერთიანი საქართველო" ხელისუფლებას სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების საავადმყოფოებში დასაქმებას მოუწოდებს

"ერთიანი საქართველო" მოუწოდებს ხელისუფლებას სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები სურვილის შემთხვევაში საავადმყოფოებში დაასაქმონ. ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არასაკმარისი რესურსების და თანამშრომლების შეზღუდული რაოდენობის ფონზე საჭიროა მოხდეს მოხალისეების გადამზადება და მათი ნაკლებად სარისკო სფეროებში გამოყენება.

პარტიაში თვლიან, რომ ახალგაზრდების ანაზღაურების დაფარვა COVID-თან ბრძოლის ფონდიდან არის შესაძლებელი.

"COVID-თან ბრძოლის ფონდიდან მოხდეს თანხების გამოყოფა იმისათვის, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებსაც სურვილი ექნებათ რომ მონაწილეობა მიიღონ პროექტში, გადამზადდნენ სწორედ ამისათვის ეფექტურად. ჯანდაცვის სისტემა უკვე ძალიან გადატვირთულია და ვეღარ უძლებს დატვირთვას. არსებობს ბევრი ისეთი პროფესიები, სადაც რისკი მეტწილად დაბალია. ჩვენ ეს ადამიანები იმ გადატვირთულობის მოსახსნელად, უკვე სახეზეა და კიდევ უფრო გართულდება,"- აცხადებს "ერთიანი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი და ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკა პეტრიაშვილი.

დღის ამბები