25 ნოემბერი 2020,   23:59
ვრცლად
კახა კახიშვილის ბანერი კერძო კლინიკის შენობაზეა გამოკრული - #29 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

#29 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის" განცხადებით, კახიშვილის ბანერი კერძო კლინიკის ფასადზეა გამოკრული.

"ეს არის კერძო კლინიკა, მას ჰყავს თავისი ხელმძღვანელობა. მივმართე, თუ რის საფუძველზე იქნა ბანერი გამოკრული. მათ მიპასუხეს, რომ ეს არის კერძო კლინიკა და უფლება აქვთ, არჩევნებამდე 48 საათით ადრე აიღონ ეს ბანერი და არავითარი კანონდარღვევა არ არის,"-აცხადებს #29 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. 

ხატია დეკანოიძე ისნის #29-ე საარჩევნო უბანთან გამოკრულ კახა კახიშვილის ფოტოზე სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს.

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, სარეკლამო პლაკატისთვის არასწორი ადგილია შერჩეული, რაზეც "ქართულმა ოცნებამ" პასუხი უნდა აგოს. ადგილზე ხატია დეკანოიძემ გამოიძახა საპატრულო პოლიციაც.

"29-ე საარჩევნო უბანთან, სახელისუფლებო კანდიდატის უზარმაზარი სააგიტაციო მასალაა გამოკრული. ეს მიანიშნებს, რომ საუბნო საარჩევნო კომისია და "ქართული ოცნების" შტაბი უშუალო ტანდემში არიან. გვაქვს ვითარება, როდესაც პირდაპირ სახელმწიფო კერძო მესაკუთრესთან ერთად არღვევს კანონს,"- აცხადებს პარლამენტის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან "ენმ - ძალა ერთობაშია" ხატია დეკანოიძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები