20 ოქტომბერი 2020,   15:28
ვრცლად
"ლელოს" რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი დღეს იაღლუჯის მთიდან პარაპლანით გადმოხტა

"ლელოს" რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი დღეს იაღლუჯის მთიდან პარაპლანით გადმოხტა.

მისი თქმით, ეს არის აქტივიზმის ფორმა და მხარდაჭერა იმ ახალგაზრდების, რომლებიც იცავენ იაღლუჯის მთის განვითარებას, ხოლო მთავარი მესიჯი კი რუსთავში სწორი ახალგაზრდული პოლიტიკა, კულტურული და სპორტული აქტივობების მხარდაჭერაა.

"გარემო, სპორტული ცხოვრება, ახალგაზრდული ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორმა პოლიტიკამ და პოლიტიკურმა მხარდაჭერამ, თავისი ეფექტი უნდა შეასრულოს ამ მიმართულებით. მინდა,რომ ყველას ყურადღება რუსთავში და მთელ საქართველოში მივაქციო ამ პრობლემებისადმი და ვთქვა, რომ წელს, რამდენიმე კვირაში, საქართველოს პარლამენტში ვიბრძოლებ ამ პოლიტიკის დასაცავად, ამ ადამიანების გასაძლიერებლად, ჩვენი გარემოს, კულტურული თუ სოციალური ცხოვრების გასახალისებლად,"- განაცხადა პარლამენტის რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის" გრიგოლ გეგელიამ.

დღის ამბები