20 ოქტომბერი 2020,   16:34
ვრცლად
მინსკში საპროტესტო აქციები სპეცტექნიკისა და სამხედრო მანქანების მობილიზების პარალელურად მიმდინარეობს

ბელარუსის დედაქალაქში საპროტესტო აქციები სპეცტექნიკისა და სამხედრო მანქანების მობილიზების პარალელურად მიმდინარეობს.

მინსკის სხვადასხვა უბანში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების და წყლის ჭავლის მანქანების კონცენტრაცია შეინიშნება.

აქციების 71-ე დღეს დემონსტრანტები კვლავ მოსალოდნელ დაკავებებზე საუბრობენ. როგორც ბელარუსის ექსპრეზიდენტობის კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია საკუთარი ტელეგრამიდან იტყობინება, იზოლატორი დატოვა ილია სალეიმ, რომელიც მარია კალესნიკოვასთან ერთად 9 სექტემბერს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.

ციხანოვსკაიას განცხადებით, ილია სალეის საპატიმროდან გამოშვება ხელისუფლებაზე ზეწოლის შედეგია.

დღის ამბები