20 ოქტომბერი 2020,   16:48
ვრცლად
"ლეიბორისტულმა" პარტიამ აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

"ლეიბორისტული" პარტია აჭარაში მხარდამჭერებს შეხვდა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბათუმელებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"ლეიბორისტული" პარტიიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატისთვის ბათუმიდან ზურაბ ლომია იბრძოლებს, მაღალმთიანი აჭარიდან კი უშანგი ცეცხლაძე.

საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმიდან ტარიელ კალანდარიშვილი იქნება, ქობულეთიდან კი მირიან ბერაძე.

 

დღის ამბები