31 ოქტომბერი 2020,   06:44
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" პარტიული სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა

პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა. ყველაზე ბოლოს ცესკოში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი მივიდა და "ძალა ერთობაშიას" სია მიიტანა. "ძალა ერთობაშიას" პარტიული სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა.

"ეს არის გამარჯვების სია, იმიტომ რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამ არჩევნებში იბრძოლებს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის. მე მინდა გაგაცნოთ ამ სიის პირველი ათეული. სიის პირველი ნომერი არის ბუბა კიკაბიძე," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

სია კი ასე გამოიყურება:

ბუბა კიკაბიძე
გრიგოლ ვაშაძე
ნიკა მელია
ხატია დეკანოიძე
კობა ნაყოფია
დევი ჭანკოტაძე
ლევან ვარშალომიძე
სალომე სამადაშვილი
ზალიკო უდუმაშვილი
ხათუნა სამნიძე

დღის ამბები