31 ოქტომბერი 2020,   06:45
ვრცლად
პუტინის პრესმდივნის განცხადებით, "ბერლინელი პაციენტი" აშშ-ის დაზვერვაზე მუშაობს - ალექსეი ნავალნი სასამართლოში ჩივილს აპირებს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი აპირებს ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივან დიმიტრი პესკოვს სასამართლოში უჩივლოს, ამის შესახებ მან საკუთარ საიტზე დაწერა.

მიზეზი პესკოვის განცხადებაა იმასთან დაკავშირებით, რომ ნავალნი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის (CIA) მუშაობს.

"მე ძალიან იშვიათად ვუჩივი სასამართლოში პროპაგანდისტებს, მაგრამ ეს ოფიციალური პირის მხრიდან პირდაპირი მტკიცებაა. თუ  სახელისუფლებო ორგანოებს, რომელთა სახელითაც პესკოვი საუბრობს, ამ სისულელის მტკიცებულება აქვს, მაშინ ეს რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია და მე ვითხოვ ამ მტკიცებულებების გამოქვეყნებას," - აცხადებს ნავალნი.

1 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ნავალნისთან შესაძლოა CIA-ს სპეციალისტები მუშაობდნენ, საიდანაც ის ინსტრუქციებს იღებს. პესკოვმა ნავალნი ბერლინელ პაციენტად მოიხსენია:

"პაციენტი კი არ მუშაობს დასავლეთის სპეცსამსამსახურებთან, დასავლეთის სპეცსამსახურები მუშაობენ მასთან,"- აღნიშნა პესკოვმა.

ალექსეი ნავალნი სარეაბილიტაციო კურსს გერმანიაში გადის. 20 აგვისტოს​ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც ​ ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში ცუდად გახდა. თვითმფრინავი ომსკის აეროპორტში დაეშვა და ნავალნი ​ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რუსმა ექიმებმა ოჯახს პაციენტის გერმანიაში გადაყვანის უფლება მხოლოდ ორი დღის შემდეგ მისცეს. 22 აგვისტოდან ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკა "შარიტეში" იმყოფება. ის ხელოვნური კომიდან 7 სექტემბერს გამოიყვანეს.

დღის ამბები