31 ოქტომბერი 2020,   05:43
ვრცლად
დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერის ბრიუსელში ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს დაეთმო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს დაეთმო.

"შავი ზღვა მართლაც სულ უფრო და უფრო მეტ დატვირთვას იძენს საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით. სწორედ ის პრაქტიკული თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოსთან, განსაკუთრებით აქტუალურია შავი ზღვის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია არსებული პრაქტიკული ინსტრუმენტები და ასევე, ერთობლივი ნატო-საქართველოს პაკეტის განახლება, თავისი ფორმით და მასშტაბებით, რაც დღეს დღის წესრიგში დგას," - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სამომავლოდ გახშირდება საქართველოს პორტებში ნატოს ხომალდების შემოსვლა, გახშირდება ასევე წვრთნები და ინფორმაციის გაცვლა ნატოელ პარტნიორებთან, რაც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს.

დღის ამბები