22 ოქტომბერი 2020,   10:05
ვრცლად
საზოგადოება პრობლემების მიუხედავად, გამოსავალს მაინც ხედავს იმ პოლიტიკურ ძალაში, რომელმაც უზრუნველყო სტაბილურობა - გია ვოლსკი

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივანი გიორგი ვოლსკი "დღის კურიერში" აცხადებს, რომ ოფიციალურ წარდგენამდე ვინ იქნება "ქართული ოცნების" პარტიულ სიაში არც ერთ გვარს არ დაასახელებს. თუმცა ის აღნიშნავს, რომ სიაში არიან საკმაოდ სერიოზული ადამიანები ინტელექტუალური თვალსაზრისით იქნება ეს, თუ ქვეყნისადმი პატრიოტიზმით.

"არის ადამიანების საკმაოდ სერიოზული ჯგუფი ინტელექტუალურადაც, დამოკიდებულებით, თავისი ემოციით, სათნოებით თუნდაც და ქვეყნისადმი პატრიოტიზმით და ვფიქრობ, ეს სწორედ ის არის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება.

უფრო ზუსტი იქნება ის ჩამოთვლა, რომელსაც დღეს საღამოს გავაკეთებთ და წინასწარ არ მინდა არანაირი განცხადების გაკეთება.

გავანახევრეთ სიღარიბის ზღვარს მყოფ ადამიანთა რაოდენობა, ხელფასი დავუნიშნეთ ბავშვებს და შშმ პირებს, უშველებელი სოციალური პაკეტი შევქმენით, მაგრამ რეალურად მემკვიდრეობის სიმძიმე არ გვაძლევს საშუალებას, რომ კმაყოფილები ვიყოთ, ჩვენ კი გავანახევრეთ, მაგრამ 700 000 ადამიანი მეტნაკლებად, თუ კიდევ გყავს ასეთი შეჭირვებული იმათ ვერ ეტყვი, რომ იცი რ გავანახევრეთ თქვენი რაოდენობა და უნდა გიხაროდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოება პრობლემების მიუხედავად, მაინც გამოსავალს ხედავს იმ პოლიტიკურ ძალაში, რომელმაც უზრუნველყო სტაბილურობა, მიუხედავად ამ ათასნაირი უშველებელი არსენალისა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მოედინებოდა შევძელით, რომ განგვეხორციელებინა საგანგებოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები სოფლის მეურნეობიდან დაწყებული განათლებაზე დამთავრებული.

ამას წინათ ვიხილავდით კრიმინალურ მდგომარეობას და შედარება გავაკეთე როგორ შემცირდა მნიშვნელოვნად, ორჯერ, სამჯერ მძიმე დანაშაულებები, მაგრამ როგორ გაიზარდა გაშუქება ამ დანაშაულებების. რა საკვირველია კარგი არაფერი არ არის იმაში, რაც მოხდა, მაგრამ რეალურად გაშუქება, რაც ასევე ცუდი არ არის, უნდა იყოს ინტენსიური, გაცილებით უფრო დიდია მავნებლობის ხარისხი და გააფთრება ჩვენი ოპონენტების გაცილებით უფრო დიდია, პროვოკაციებს უნდა ველოდოთ," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები