20 ოქტომბერი 2020,   10:17
ვრცლად
გიგლა ბარამიძემ "დღის კურიერში" "ერთიანი საქართველოს" პარტიული სიის ათეულის ვინაობა დაასახელა

"ერთიანი საქართველოს" გენერალური მდივნის გიგლა ბარამიძემ "დღის კურიერის" ეთერში პარტიული სიის ათეულის ვინაობა დაასახელა.

გიგლა ბარამიძის განცხადებით, მათ 142 კაციანი სია წარადგინეს ცესკოში.

ბარამიძის თქმით, სია პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული და როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების პირობებში ინარჩუნებენ პრინციპულობას. გარდა ამისა, ბარამიძე ამბობს, რომ მათ არ ახასიათებთ არცერთ ხელისუფლებასთან გარიგება.

"10-ეულის სიას გეტყვით და 20-ეულის წარდგენა გვექნება მომავალ კვირას. პირველი არის ჩვენი ლიდერი ნინო ბურჯანაძე, მეორე თქვენი მონა-მორჩილი გიგლა ბარამიძე, მესამე ანზორ ბიწაძე, რომელიც არა მხოლოდ ნინო ბურჯანაძეს შვილია, არამედ პარტიის უპირველესი დამფუძნებელი და ვეტერანია. შემდგომ მოდის ჩვენი ორგანიზაციის თავმჯდომარე ოთარ თავართქილაძე 26 მაისის სულის ჩამდგმელი და მონაწილე, ასევე 26 მაისის მონაწილე ბესო დანელია, შემდეგ თამარ ზურაშვილი. შემდეგ აფხაზეთიდან დევნილი ჩვენი რეგიონალური მდივანი არჩბა მამუკა, ევროპაში ცნობილი პოლიტპატიმარი ბექა პეტრიაშივილი, შემდეგ მოდიან უკვე მაია ხრიკაძე და ივანე მაჭარაშვილი," - განაცხადა ბარამიძემ.

კითხვაზე რუსეთის დახმარებით თუ რუსეთის გარეშე უნდა გადაწყდეს პრობლემა, რომელიც 3 ათეული წელია საქართველოს, ბარამიძე პასუხობს, რომ ოკუპაციის პრობლემის გადაჭრის მთავარი გასაღები რუსეთშია.

"3 ათეული წელია და ცოტა უფრო მეტი, ჩვენი პოზიცია არის მრავალვექტორული ხედვებით ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ უარს ვერ ვიტყვით ვერც ბრიუსელთან ურთიერთობაზე და ვერც ვაშინგტონთან, ვერც ლონდონთან, მაგრამ ის, რომ გასაღები ერთ-ერთი უმთავრესი სამწუხაროდ იმ ქვეყანაშია, რომელსაც აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული, ეს ფაქტია," - განაცხდა გიგლა ბარამიძემ. 

კითხვაზე ისევ ჩავა თუ არა ნინო ბურჯანაძე მოსკოვში, ბარამიძე აცხადებს - "ნინო ბურჯანაძე წავა იქ, სადაც ქვეყანას და ერს სჭირდება. ეს არის პოლიტიკა და აუცილებლად წავა იქაც, ევროკავშირშიც, ნატოშიც, პირდაპირი ურთიერთობებიც იქნება, შუამავლების მეშვეობითაც, რომ დაიძრას ეს საკითხი. იარაღით გამორიცხულია ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება, ამიტომ ერთადერთი გზა დაგვრჩენია მოლაპარაკების. მოლაპარაკების ქვაკუთხედი არის ესაუბრო იმას, ვისთანაც გაქვს პრობლემა, პრობლემა გვაქვს ჩვენ რუსეთთან. თუ საჭირო იქნება იქ ჩავა," - განაცხადა გიგლა ბარამიძემ. 

დღის ამბები